ტაქსის მძღოლის ვაკანსია საკუთარ მანქანაზე | Prime Taxi
თქვენი მონაცემები გაგზავნილია. დაელოდეთ
ზარს, ჩვენი ოპერატორი მალე დაგიკავშირდებათ
თქვენი წარმატებით დარეგისტრირდით.
დაელოდეთ ზარს, ჩვენი ოპერატორი მალე დაგიკავშირდებათ
საჯარო ხელშეკრულება — ოფერტი მომსახურების შეთავაზების შესახებ (საჯარო ოფერტი)

 

  1. ზოგადი დებულებები
  • ერთის მხრივ შპს „ნექსთი“- (შემდგომში „შუამავალი“)  (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400319222) წარმოდგენილი მისი დირექტორის სახით სოფიო სანაკოევა პ/ნ 01003010218
  • მეორე მხრივ ფ/პ ……….. პ/ნ ……….. შედგომში „დამკვეთი“

1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-332 მუხლების თანახმად, ქვემოთ მოყვანილი პირობების მიღების შემთხვევაში, ფიზიკური პირი, რომელიც ახდენს ამ ოფერტის აქცეპტს, ხდება დამკვეთი, ხოლო შუამავალი და დამკვეთი ერთობლივად ხდებიან —  წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები.

1.4. აღნიშნულთან დაკავშირებით, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ოფერტის ტექსტს და, თუ არ ეთანხმებით მის პირობებსა და წესებს ან სხვა რომელიმე პუნქტს, „შუამავალი“ გთავაზობთ უარი თქვათ ოფერტის ხელშეკრულების დადებაზე და „შემსრულებლის“ მომსახურების  გამოყენებაზე.

  1. ტერმინები

2.1. წინამდებარე ოფერტის მიზნებისათვის გამოიყენება ტერმინები შემდეგი მნიშვნელობით:

ოფერტი” — წინამდებარე დოკუმენტი, საჯარო ოფერტი ინფორმაციული მომსახურების მიწოდებაზე.

ოფერტის აქცეპტი — ოფერტის სრული და შეუქცევადი მიღება წინამდებარე ოფერტში მითითებული მოქმედებების შესრულებით. ოფერტის აქცეპტი ითვალისწინებს ოფერტის ხელშეკრულებას.

დამკვეთი“- პირი, რომელმაც მოახდინა ოფერტის აქცეპტი და, ამრიგად, დადებული ოფერტის ხელშეკრულებით არის შუამავლის მომსახურების დამკვეთი.

ხელშეკრულება“ — შუამავალსა და დამკვეთს შორის ხელშეკრულება  ინფორმაციული მომსახურების გამოყენების შესახებ, რომელიც დადებულია ოფერტის აქცეპტის გზით.

ელექტრონული რესურსი (შემდგომში ერ) — ხელშეკრულების შესაბამისად შუამავალის მიერ საინფორმაციო უზრუნველყოფის აპლიკაციის  „Yandex Pro“ ინსტალაცია დამკვეთის ელექტორნულ მოწყობილებაში (მობილური ტელეფონი/პლანშეტი). ასეთ შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია მიიღოს და არ შეუშალოს ხელი შუამავლის მიერ ელექტრონული რესურსის გადაცემას.

,,შემსრულებელი ‘’-  Yandex Taxi BV, “იანდექს ტაქსიმეტრის“  „იანდექს პრო-ს“ და „Yandex Go-ს” პლატფორმის მფლობელი.

განმარტება: საქართველოში მგზავრთა გადაყვანის ტვირთის გადაზიდვის მომსახურების ოპტიმიზაციის მიზნით გამოიყენება აღნიშნული პლატფორმები, რომელთა მეშვეობითაც ხდება  საბოლოო მომხმარებლის და დამკვეთის დაკავშირება. ადმინისტრირების სირთულიდან გამომდინარე, რაც გამოწვეულია  დამკვეთების  სიმრავლით, მათთან  კომუნიკაცის ამყარებს შუამავალი შემსრულებლის ნაცვლად.

Yandex Go– პლატფორმა რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ახორცეიელბს მისთვის სასურველი შეკვეთის/გამოძახების მოთხოვნას.

Yandex Pro- პლატფორმა, რომელზეც რეგისტრირდება დამკვეთი და და სადაც განისაზღვრება/რეგისტრირდება მისი პირადი კაბინეტი. აღნიშნულ პლატფორმაზე დამკვეთი ღებულობს შეტყობინებას მის სიახლოვეს არსებული შეკვეთების/გამოძახებების შესახებ .აღნიშნული პლატფორმის საშუალებით მისი შეხედულებისამებრ და სურვილისამებრ დამკვეთი ადასტურებს შეკვეთას.

აღნიშნული პლატფრომის მიხედვით დამკვეთი ცოცხალ/მიმდინარე  რეჟიმში   ნახულობს მის მიერ შესრულებული შეკვეთების/გამოძახებების ოდენობას და მის მიერ გამომუშავებულ თანხას.

იანდექს ტაქსიმეტრი – პლატფორმა, რომლზეც შემსრულებელმა შუამავლს მისცა წვდომა და რომლის საშუალებითაც  შუამავალი ახდენს დამკვეთის და მომხმარებლის კომუნიკაციის პროცესის ავტომატიზაციას  დისტანციურად საქართველოს მასშტაბით.

პირი –  იურიდიული ან ფიზიკური პირი

მომხმარებელი – პირი რომელიც ელექტრონული აპლიკაციის/პლატფორმის  Yandex Go-ს   საშუალებით უკვეთავს  მგზავრის გადაყვანის / ტვირტის გადაზიდვის მომსახურებას  (ე.წ. ტაქსის სერვის) დამკვეთს,  მისთვის სასურველი A პუნქტიდან B პუნქტში ტვირთის/მგზავრის გადასაადგილებლად.

შეკვეთა/გამოძახება მომხმარებლის მიერ  Yandex Go აპლიკაციის მეშვეობით დაფიქსირებული მოთხოვნა A პუნქტიდან B პუნქტში მგზავრის/ ტვირთის გადაადგილებაზე.

საანგარიშგებო პერიოდი — კალენდარული თვე, რომლის განმავლობაშიც შუამავალი დამკვეთს უწევდა მომსახურებას.

შუამავლის მომსახურება — შემსრულებლის პლატფორმის საშუალებით დამკვეთის და მომხმარებლის დაკავშირების უზრუნველყოფა და დამკვეთის მიერ გამომუშავებული თანხების ანგარიშსწორების პროცესის მართვა.

ინფორმაცია – შემსრულებლის ელექტრონულ პლატფორმაზე ასახული მომხმარებლის შეკვეთების/გამოძახებების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს და არ შემოიფარგლება შემდეგით:

  • ინფორმაცია მსუბუქი მანქანით მგზავრთა გადაყვანის/ ნივთის გადაზიდვის განაცხადების არსებობის შესახებ;
  • მგზავრთა ტრანსპორტირების/ ნივთის გადაზიდვის საწყისი და საბოლოო პუნქტების მისამართს;
  • დაკვეთის დრო;
  • დაკვეთის ღირებულება და სხვა.

 

 

  1. ხელშეკრულების საგანი

3.1. წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, შუამავალი უზრუნველყოფს დამკვეთისათვის  შემსრულებლის   ელექტრონულ რესურსებზე  განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომას და დამკვეთის მიერ გამომუშავებული თანხების ანგარიშსწორების პროცესის მართვას.

3.2. შუამავლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც ეხება მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი  მგზავრთა გადასაყვანად/ ნივთის გადაზიდვისთვის სატრანსპორტო მომსახურებას, უნდა შეიცავდეს /შეიძლება შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • ინფორმაცია მსუბუქი მანქანით მგზავრთა გადაყვანის/ ნივთის გადაზიდვის განაცხადების არსებობის შესახებ;
  • მგზავრთა ტრანსპორტირების/ ნივთის გადაზიდვის საწყისი და საბოლოო პუნქტების მისამართს;
  • დაკვეთის დრო;
  • დაკვეთის ღირებულება და სხვა.

 

  1. მომსახურების ღირებულების განსაზღვრა  და ანაზღაურება

4.1 შუამავლის  მიერ დამკვეთისთვის მიწოდებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრება შუამავლის მიერ ცალმხრივად და წარმოადგენს დამკვეთის მიერ შესრულებული მგზავრთა გადაყვანის/ტვირთის  გადაზიდვის ღირებულების მულტიპლიკატორს, რომლის აქტუალური მნიშვლელობაც განსაზღვრულია ელექტრონულ რესურსზე. აღნიშნული ღირებულება შეადგენს დამკვეთის მიერ შესრულებული  გადაზიდვის მომსახურების 5%-ს.

4.2 დამკვეთის მიერ შესრულებული მომსახურების ანაზღაურება საბოლოო მომხმარებლის მიერ შეიძლება განხორცილდეს ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

უნაღდო ანგარიშწორების შემთხვევაში მთლიანი მომსახურების ღირებულება ირიცხება შემსრულებლის  საბანკო ანგარიშზე.  ნაღდი ანგარიშწორების შემთხვევაში მომხმარებლის მიერ გადახდილი სერვისის ღირებულება აკუმულირდება დამკვეთთან.

თავის მხრივს შემსრულებელი ყოველდღიურად ახორციელებს შუამავლის საშუალოებით   “იანდექს ტაქსიმეტრი“  პლატფორმის გამოყენებით შესრულებული  მომსახურების კალკულაციას და მისი მომსახურების ღირებულება განისაზღვება მთლიანი მგზავრის გადაყვანის/ტვირთვის გადაზიდვის მომსახურების 14,2%.მისი მომსახურების საკომისიოს გამოკლებით შემსრულებელი ახორციელებს დამკვეთის მიერ შესრულებული  მომსახურების ღირებულების ჩარიცხვას შუამავლის საბანკო ანგარიშზე შემდგომში დამკვეთთან ანგარიშსწორებისთვის.

შუამავლი, თავის მხრივ იტოვებს დამკვეთისთვის გაწეული  მისი მომსახურების ღირებულებას, რომელიც განსაზღრულია აღნიშნული ხელშეკრულები მუხლი 4.1 .

ყოველდღიურად დღის ნებისმიერ მონაკვეთში დამკვეთის მიერ შესრულებული მომსახურების მთლიანი ღირებულების ოდენობა, რომელიც მცირდება შემსრულებლის 14,2%  და შუამავლის  5%-ით,   აღრიცხულია Yandex Pro პლატფორმაზე დამკვეთის  პირად კაბინეტში. ასევე იდენტური ინფორმაცია აღრიცხულია შუამავლის  მიერ გამოყენებულ პლატფორაზე „იანდექს ტაქსიმეტრი“. შესაბამისად, თუ დამკვეთის  მიერ შესრულებული მომსახურებიდან გამომდინარე  გამომუშავებული ბალანსი მეტია ვიდრე მის ხელთ არსებული ნაღდი ფულით მიღებული გადახდა, მაშინ დამკვეთის მოთხოვნისთანავე შუამავალი  ახდენს მის საბანკო ანგარიშზე არსებული შემსრულებლის მიერ ჩარიცხული თანხიდან, დამკვეთის კუთვნილი თანხის  ნაღდი/ უნაღდო ანგარიწორებით გადაცემას.

  1. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

5.1. დამკვეთის მოვალეობები:

5.1.1. შეასრულოს მის მიერ მიღებული/დადასტურებული ყველა დაკვეთა;

5.1.2. ისარგებლოს შუამავლის მომსახურებით;

5.1.3. უზრუნველყოს მის საკუთრებაში/დროებით მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ტექნიკური გამართულობა;

5.1.4. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების სათანადო შესრულება;

5.1.5. დაიცვას მგზავრთა გადაყვანის წესები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით;

5.1.6. მსუბუქი ავტოტრანსპორტით მგზავრთა შიდა გადაყვანის/ ნივთის გადაზიდვის მომსახურების გაწევაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყველა საჭირო ნებართვის მიღება.

5.1.7. დამკვეთი იღებს ვალდებულებას დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მგზავრებისა და ნივთების ტრანსპორტირებასთან მიმართებაში, შესაბამისად ის სრულად და დამოუკიდებლად არის პასუხისმგებელი ამ ვალდებულებისს შეუსრულებლობის შემთხვევაში;

5.1.8. დამკვეთი იღებს ვალდებულებას დამოუკიდებლად შეასრულოს  საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალსიწინებული ყველა და ნებისმიერი ვალდებულება და თავად მოახდინოს მის მიერ შესრულებული მომსახურებიდან გამომდინარე წარმოშობილი ყველა საგადასახადო ვალდებულებების შესრულება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

5.1.9. არ გადასცეს მესამე პირებს მიწოდებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლება ან შესაძლებლობა;

5.1.10. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით მიაწოდოს შუამავალს საჭირო ინფორმაცია;

5.1.11. მიღებული დაკვეთის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია დროულად აცნობოს ამის შესახებ შუამავალს წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ცალმხრივად.

5.1.12. დამკვეთი კისრულობს ვალდებულებას უზრუნველყოს შუამავლისათვის მისგან მოთხოვნილი ყველა პირადი მონაცემების თავისუფალი გამოყენება, მათ შორის, მესამე მხარისთვის მითითებული მონაცემების შემდგომი მიწოდების მიზნით, დამკვეთის შეტყობინების გარეშე.

 

5.2. დამკვეთის უფლებები:

5.2.1. დამკვეთი თავისი შეხედულებისამებრ, გადაწყვეტს მიიღოს ან არ მიიღოს კონკრეტული მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი შეკვეთა/გამოძახება.  დადასტურების და შესრულების შემთხვევაში დამკვეთი  იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შუამავალს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ანაზღაურება.

5.2.2 შუამავლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გამოყენება;

5.2.3. წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით შუამავლისგან მიიღოს საჭირო განმარტებები.

5.2.4. იმ შემთხვევაში თუ დამკვეთის მიერ შესრულებული მომსახურებიდან გამომდინარე  გამომუშავებული ბალანსი მეტია ვიდრე მის ხელთ არსებული ნაღდი ფულით მიღებული გადახდა, როგორც ეს აღწერია  წინამდებარე ხელშეკრულების 4.2 მუხლში. დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს  შუამვლისგან მისი კუთვნილი თანხის ნაღდი/უნაღდო აგნარიშსწორება.

 

5.3. შუამავლის მოვალეობები:

5.3.1. შემსრულებლის  ელექტრონულ რესურსზე წვდომის მიზნით, მისცეს დამკვეთს შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობა დამკვეთის პირადი ელექტრონული მოწყობილობის (მობილური ტელეფონი, პლანშეტი) გამოყენებით ინფორმაციის მისაღებად და ასევე შესაძლებლობა ელექტრონულ რესურსზე  დაარეგისტრიროს პირადი კაბინეტი.

5.3.2. შუამავალი ვალდებულია შემსრულებლის მიერ მის საბანკო ანგარიშზე გადმორციხული თანხებიდან დამკვეთის მოთხოვნის თანავე, დამკვეთს გაუწიოს ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორება  მის მიერ გამომუშავებული თანხებიდან როგორც ეს აღწერილია წინამდებარე ხელშეკრულების 4.2 მუხლში.

5.4. შუამავლის უფლებები:

5.4.1. შეამოწმოს დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დაცვა;

5.4.2. დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მოითხოვოს დარღვევების აღმოფხვრა.

  1. მხარეთა განსაკუთრებული პირობები და პასუხისმგებლობა

6.1. შუამავალი არ არის პასუხისმგებელი საერთო სარგებლობის კავშირის არხების ხარისხზე ან სამსახურებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ მომსახურებებზე  დამკვეთის წვდომას (ინტერნეტის კავშირის, ელექტრონული მოწყობილობის გამართულობა და ა.შ.).

6.2. დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, რამაც გამოიწვია მომხმარებლების ან სხვა მესამე პირების პრეტენზიები, დამკვეთი იღებს სრულად ერთპიროვნულად ვალდებულებას, დამოუკიდებლად განიხილოს ასეთი საჩივრები და აღმოფხვრას აღნიშნული ხარვეზები.

  1. საჩივრების და დავების განხილვის წესი

7.1. ნებისმიერი დავა და უთანხმოება, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ეხება წინამდებარე ხელშეკრულებას ან მოქმედებს მასზე, მხარეები გადაწყვეტენ მოლაპარაკების გზით და/ან კანონით დადგენილი წესით.

7.2. არც ერთი მხარე არ თავისუფლდება წინამდებარე  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისგან, როგორც რაიმე დავის ან უთანხმოების არსებობის შემთხვევაში, ასევე სადავო საკითხის სასამართლოში გადაცემის შემთხვევაში.

  1. ფორსმაჟორული გარემოებები (ფორსმაჟორი)

8.1 მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებებით, როგორიცაა ომები, წყალდიდობები, ეპიდემიები, გაფიცვა, ემბარგო და სხვა ისეთი მოვლენა რომლის წინასწარ გაჭვრეტა შეუძლებელი იყო რომელიმე მხარის მიერ და ასეთი მოვლენა ხელს უშლის მხარე შეასრულოს ვალდებულება.

  1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა

9.1. წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა — შეუზღუდავია, შეთანხმებული სამართალურთიერთობის და ინდივიდუალური სამეწარმეო სუბიექტების შესაბამისად გათვალისწინებული მომსახურების ვადების გარდა.

9.2 „ხელშეკრულება“ შეიძლება ე შეწყდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რაც უნდა გაფორმდეს წერილობით.

9.3 ერთ-ერთი მხარის მიერ „ხელშეკრულების“ ცალმხრივად შეწყვეტა დაიშვება მეორე მხარისადმი არანაკლებ 60(ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.

 

  1. სხვაპირობები

10.1 წინამდებარე ხელშეკრულების დებულებები შეიძლება შეიცვალოს შუამავლის მიერ ცალმხრივად, დამკვეთის ამის შესახებ შეტყობინების გარეშე.

ყველა დამატებითი დოკუმენტი, კერძოდ: დანართები, დამატებითი შეთანხმებები და სხვა დოკუმენტები წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მათი შესაბამისი ხელმოწერის პირობით.

10.2. ყველა საკითხზე, რომელიც არ არის რეგულირებული ამ ხელშეკრულებით, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

 

    სამუშაო

    სახელი და გვარი

    მობილურის ნომერი

    Yandex Go

    ტაქსის მძღოლის ვაკანსია — მუშაობა შენს საკუთარ ავტომობილზე Prime Taxi-ს პარკით

    ჯერ ეს წაიკითხე: ეს ვაკანსია შენი საკუთარი მანქანით მუშაობისთვისაა. პარკის ავტომობილს არ გაძლევთ — თუ საკუთარი მანქანა არ გაქვს, ეს ვაკანსია შენთვის არ არის.
    ტაქსის მძღოლის ვაკანსია
    ყველაზე მთავარი — მანქანაზე
    ეს ვაკანსია შენი საკუთარი ავტომობილით მუშაობისთვისაა. Prime Taxi პარკის მანქანას არ გასცემს — თუ მანქანა არ გაქვს, ეს ვაკანსია შენთვის არ არის (ერთადერთი გამოსავალი — ავტომობილი თავად იქირავო, ეს მთლიანად შენზეა). და კიდევ ერთი პატიოსანი რამ: ეს არ არის ხელფასიანი სამსახური უფროსითა და ფიქსირებული ოკლადით. შენ რეგისტრირდები თვითდასაქმებულ მძღოლად იანდექს ტაქსიში (Yandex Go) ჩვენი პარკის მეშვეობით, გრაფიკს თავად ირჩევ და შემოსავალი შესრულებული შეკვეთებიდან გაქვს — სწორედ ამიტომ სჭირდება საკუთარი მანქანა. ეს არის თვითდასაქმება საკუთარ ავტომობილზე, ცრუ მოლოდინის გარეშე.
    საფუძვლები

    რა სამუშაოა ეს და როგორ მუშაობს

    შენ ატარებ საკუთარ მანქანას, აპლიკაცია გაძლევს შეკვეთებს
    ხაზზე გამოდიხარ იანდექს ტაქსის მძღოლის აპლიკაციაში საკუთარი მანქანით, ის გიგზავნის ახლომდებარე შეკვეთებს, შენ იღებ იმას, რაც გინდა, და ყოველ შესრულებულ მოგზაურობაში იღებ ანაზღაურებას. დისპეტჩერი ცვლას არ გინიშნავს და მენეჯერი თავზე არ გადგას.
    მოქნილი გრაფიკი
    იმუშავე მთელი დღე, საღამოობით, შაბათ-კვირას ან სულ რამდენიმე საათი — ეს მთლიანად შენზეა. მინიმალური საათები არ არის და დასვენების დღისთვის არავინ დაგაჯარიმებს.
    Prime Taxi არის პარკი, არა დამსაქმებელი — და მანქანასაც არ გასცემს
    ჩვენ ვართ იანდექს Go-ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში 2019 წლიდან. ვარეგისტრირებთ იანდექსში დისტანციურად, გიხდით ანაზღაურებას და გაძლევთ საკუთარ აპლიკაციას — მაგრამ შენ საკუთარ თავზე და საკუთარ ავტომობილზე მუშაობ, ჩვენს საშტატო სიაში არ ხარ და პარკის მანქანაზეც არა.

    რამდენს გამოიმუშავებს მძღოლი

    შემოსავალი მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, რამდენს, როდის და სად ატარებ. ქვემოთ მოცემული ციფრები ორიენტირია რეალური მძღოლების აქტივობიდან და არა გარანტირებული ხელფასი — ეს არის ხელზე ასაღები თანხა, უკვე საკომისიოს გამოკლების შემდეგ.
    რეჟიმი დღე თვეში ხელზე, ორიენტირი
    ნახევარ განაკვეთზე 10–20 დღე ~1000–1500 ₾
    სრულ განაკვეთზე 22+ დღე ~2000–3000 ₾
    ტოპ მძღოლები ზაფხულში ინტენსიურად 4000+ ₾
    ჯამური საკომისიო 17.7–19%-ია (იანდექსი პლუს პარკი ერთად), ზედმეტი ფარული გადასახადების გარეშე. რადგან მანქანა შენია, საწვავი და ავტომობილის ხარჯი შენი სამართავია — მძღოლები საწვავზე ფასდაკლებას იღებენ, მაგრამ ავტომობილი შენი აქტივია.
    მნიშვნელოვანია: ეს ორიენტირია, არა დაპირება. რეალური შემოსავალი დამოკიდებულია საათებზე, ქალაქზე, სეზონსა და მოთხოვნაზე. მინუს-ბალანსი ბლოკავს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების შეკვეთებს — ბარათითა და საფულით შეკვეთები აგრძელებს მუშაობას.
    ქალაქების მიხედვით

    მძღოლის ვაკანსია მთელ საქართველოში

    რეგისტრაცია დისტანციურია და მუშაობს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში — საკუთარ მანქანაზე. აი, როგორ გამოიყურება მუშაობა მთავარ ქალაქებში.
    თბილისი
    ქვეყნის უდიდესი ბაზარი: შეკვეთები მთელი დღე-ღამის განმავლობაში, აეროპორტი, ბიზნეს-უბნები და მუდმივი მოთხოვნა. სწორედ აქ მუშაობს ყველაზე მეტი მძღოლი და აქ არის ყველაზე მეტი გამომუშავების შესაძლებლობა. შეავსე ფორმა და დაიწყე დედაქალაქში.
    დარეგისტრირდი ამ ქალაქში →
    ბათუმი
    საზღვაო და ტურისტული ქალაქი — ზაფხულის სეზონზე შეკვეთები მკვეთრად იზრდება ბულვარის, სასტუმროებისა და აეროპორტის მიმართულებით, ქობულეთის მიმართულება კი მთელი წელი სტაბილურია. ძლიერი არჩევანი თბილ თვეებში.
    დარეგისტრირდი ამ ქალაქში →
    ქუთაისი
    აქ არის საერთაშორისო ლოუ-ქოსტ აეროპორტი, რომელიც სტაბილურ ტრანსფერ-შეკვეთებს იძლევა, პლუს საქალაქთაშორისო მიმართულებები ბათუმისა და თბილისისკენ. დედაქალაქზე მშვიდი ბაზარი, საკუთარი რეგულარული მოთხოვნით.
    დარეგისტრირდი ამ ქალაქში →
    რუსთავი
    თბილისის ქალაქ-სატელიტი მუდმივი მგზავრობის ნაკადით ორივე მიმართულებით. შეგიძლია აიღო რუსთავის შეკვეთებიც და თბილისისაც — ორი ბაზარი ერთმანეთის გვერდიგვერდ დგას.
    დარეგისტრირდი ამ ქალაქში →
    გორი
    ცენტრალურ E60 მაგისტრალზე, თბილისსა და დასავლეთს შორის, გორი რეგიონული კვანძია ადგილობრივი და საქალაქთაშორისო მოგზაურობებით. კარგი ბაზა, თუ შიდა ქართლში ცხოვრობ.
    დარეგისტრირდი ამ ქალაქში →

    დაგრჩათ კითხვები?
    ჩვენ გიპასუხებთ.

      სამუშაო

      სახელი და გვარი

      მობილურის ნომერი

      Call me

      რა გჭირდება დასაწყებად

      საკუთარი ავტომობილი
      მთავარი პირობა — გქონდეს საკუთარი, ტექნიკურად გამართული ავტომობილი. Prime Taxi პარკის მანქანას არ გასცემს. თუ საკუთარი არ გაქვს, ერთადერთი ვარიანტი — ავტომობილი თავად იქირავო (ამას შენ თვითონ აგვარებ, პარკი ამაში არ მონაწილეობს). მიუთითე მარკა, მოდელი და წელი ფორმაში, რომ ტარიფის კლასი განვსაზღვროთ.
      მართვის მოწმობა
      მოქმედი B კატეგორიის მართვის მოწმობა. ეს არის მთავარი მოთხოვნა მგზავრების გადასაყვანად.
      სმარტფონი
      გჭირდება სმარტფონი იანდექს ტაქსის მძღოლის აპლიკაციისა და ჩვენი Prime Taxi-ს აპლიკაციისთვის. მეტი არაფერი.

      რატომ დარეგისტრირდე Prime Taxi-ს პარკით

      იანდექს Go-ს ოფიციალური პარტნიორი 2019 წლიდან
      ჩვენ დამკვიდრებული ტაქსოპარკი ვართ და არა შუამავალი — იანდექს Go-ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში 2019 წლიდან.
      დისტანციური რეგისტრაცია ~3 წუთში
      ოფისში მისვლა არ გჭირდება საქართველოს არცერთ წერტილში: შეავსე ფორმა და დანარჩენს ონლაინ მოვაგვარებთ. სულ დაახლოებით სამი წუთი.
      საკუთარი აპლიკაცია ყოველკვირეული ბონუსებით
      იანდექსის გარდა გაძლევთ Prime Taxi-ს აპლიკაციას: ყოველკვირეული ბონუს-მიზნები და ლიდერბორდი ფულადი პრიზებით აქტიური მძღოლებისთვის.
      თანხის გამოტანა 24/7
      გამოიტანე შემოსავალი ნებისმიერ საათს, ნებისმიერ დღეს — ყოველკვირეულ გადახდის ფანჯარას არ ელოდები.
      ფასდაკლება საწვავზე
      მძღოლები იღებენ ფასდაკლებას საწვავზე, რაც შენს საკუთარ მანქანაზე ერთ-ერთ უდიდეს მიმდინარე ხარჯს ამცირებს.
      გამჭვირვალე საკომისიო 17.7–19%
      იანდექსისა და პარკის ჯამური საკომისიო 17.7–19%-ია, ფარული გადასახადების გარეშე.

      გაქვს საკუთარი მანქანა? შეავსე განაცხადი

      თუ საკუთარი მანქანა გაქვს, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ დაგარეგისტრირებთ იანდექს Go-ში დისტანციურად, მთელ საქართველოში — საკუთარი აპლიკაციით, ყოველკვირეული ბონუსებითა და თანხის გამოტანით 24/7. დაახლოებით სამი წუთი და გზაზე ხარ.

      ხშირად დასმული კითხვები

      რა ხდება, თუ საკუთარი მანქანა არ მაქვს?
      მაშინ ეს ვაკანსია, პატიოსნად რომ ვთქვათ, ამ სახით შენთვის არ არის. Prime Taxi პარკის ავტომობილს არ გასცემს, არ იძლევა იჯარით და არ აფინანსებს — მუშაობა შესაძლებელია მხოლოდ საკუთარ ან შენ მიერ ნაქირავებ მანქანაზე. ქირაობას შენ თვითონ აგვარებ, პარკი ამაში არ მონაწილეობს. თუ მანქანის შოვნის საშუალება არ გაქვს, მოძებნე პარკი, რომელიც საკუთარ ავტომობილებს გასცემს — ეს ჩვენგან განსხვავებული მოდელია.
      ტაქსის მძღოლის ვაკანსია ხელფასიანი სამსახურია?
      არა. სიტყვის „ვაკანსია“ მიუხედავად, ეს არ არის დასაქმება დამსაქმებლისგან ფიქსირებული ხელფასით. შენ რეგისტრირდები, როგორც თვითდასაქმებული მძღოლი იანდექს ტაქსიში (Yandex Go) Prime Taxi-ს პარკის მეშვეობით, საკუთარი მანქანით, და შემოსავალი შესრულებული შეკვეთებიდან გაქვს. გრაფიკს თავად ადგენ და საკუთარი თავის უფროსი ხარ — ყოველთვიური ხელფასი არ არსებობს.
      რამდენს გამოვიმუშავებ?
      ორიენტირად რეალური მძღოლების აქტივობიდან, არა გარანტიად: ნახევარ განაკვეთზე (10–20 დღე თვეში) დაახლოებით 1000–1500 ₾, სრულ განაკვეთზე (22+ დღე) დაახლოებით 2000–3000 ₾, ტოპ მძღოლები ზაფხულის სეზონზე კი 4000+ ₾. ეს არის ხელზე ასაღები თანხა საკომისიოს შემდეგ. რეალური შემოსავალი დამოკიდებულია საათებზე, ქალაქზე, სეზონსა და მოთხოვნაზე — და, რადგან მანქანა შენია, საკუთარ საწვავსა და ხარჯზეც.
      რა მჭირდება დასაწყებად?
      სამი რამ: საკუთარი, ტექნიკურად გამართული ავტომობილი, მოქმედი B კატეგორიის მართვის მოწმობა და სმარტფონი მძღოლის აპლიკაციისთვის. პარკი მანქანას არ გასცემს — ეს ნაწილი შენზეა. თავად რეგისტრაცია დისტანციურია და დაახლოებით სამ წუთს იღებს, ოფისში მისვლის გარეშე.
      რომელ ქალაქებში შემიძლია მუშაობა?
      საქართველოს ნებისმიერ კუთხეში — რეგისტრაცია სრულად დისტანციურია. ყველაზე დატვირთული ბაზრებია თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და გორი, მაგრამ მართვა შეგიძლია ნებისმიერ ქალაქსა თუ დაბაში, სადაც იანდექს Go მუშაობს, საკუთარ მანქანაზე.
      რამდენია საკომისიო?
      ჯამური საკომისიო 17.7–19%-ია — იანდექსი და პარკი ერთად — ზედმეტი ფარული გადასახადების გარეშე. აპლიკაცია შენს პირად ხარჯებს არ ითვლის; საწვავი და საკუთარი ავტომობილის ხარჯი შენი სამართავია, თუმცა მძღოლები საწვავზე ფასდაკლებას იღებენ.
      როგორ ხდება რეგისტრაცია და რამდენ ხანში დავიწყებ?
      სრულად დისტანციურად. შეავსე ფორმა საიტზე, ჩვენ დაგარეგისტრირებთ იანდექს Go-ში და პროფილი, როგორც წესი, იმავე დღეს მზად არის. თავად ფორმა დაახლოებით სამ წუთს იღებს და ოფისში მისვლა არ გჭირდება — მხოლოდ საკუთარი მანქანა უნდა გქონდეს გამზადებული.
      არსებობს „აქტივობა“ და რა ხდება მინუს-ბალანსზე?
      „აქტივობის“ მოთხოვნა არ არსებობს. იანდექსს აქვს მექანიკა „პრიორიტეტი“ — შესრულებული შეკვეთები ზრდის მას, გამოტოვება ან გაუქმება ამცირებს (ზუსტ ციფრებს არ ვასახელებთ). მინუს-ბალანსი ბლოკავს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების შეკვეთებს; ბარათითა და საფულით შეკვეთები აგრძელებს მუშაობას.