ტაქსის ლიცენზია თბილისში — ფასი, A და B კატეგორია, როგორ ავიღოთ
თქვენი მონაცემები გაგზავნილია. დაელოდეთ
ზარს, ჩვენი ოპერატორი მალე დაგიკავშირდებათ
თქვენი წარმატებით დარეგისტრირდით.
დაელოდეთ ზარს, ჩვენი ოპერატორი მალე დაგიკავშირდებათ
საჯარო ხელშეკრულება — ოფერტი მომსახურების შეთავაზების შესახებ (საჯარო ოფერტი)

 

  1. ზოგადი დებულებები
  • ერთის მხრივ შპს „ნექსთი“- (შემდგომში „შუამავალი“)  (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400319222) წარმოდგენილი მისი დირექტორის სახით სოფიო სანაკოევა პ/ნ 01003010218
  • მეორე მხრივ ფ/პ ……….. პ/ნ ……….. შედგომში „დამკვეთი“

1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-332 მუხლების თანახმად, ქვემოთ მოყვანილი პირობების მიღების შემთხვევაში, ფიზიკური პირი, რომელიც ახდენს ამ ოფერტის აქცეპტს, ხდება დამკვეთი, ხოლო შუამავალი და დამკვეთი ერთობლივად ხდებიან —  წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები.

1.4. აღნიშნულთან დაკავშირებით, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ოფერტის ტექსტს და, თუ არ ეთანხმებით მის პირობებსა და წესებს ან სხვა რომელიმე პუნქტს, „შუამავალი“ გთავაზობთ უარი თქვათ ოფერტის ხელშეკრულების დადებაზე და „შემსრულებლის“ მომსახურების  გამოყენებაზე.

  1. ტერმინები

2.1. წინამდებარე ოფერტის მიზნებისათვის გამოიყენება ტერმინები შემდეგი მნიშვნელობით:

ოფერტი” — წინამდებარე დოკუმენტი, საჯარო ოფერტი ინფორმაციული მომსახურების მიწოდებაზე.

ოფერტის აქცეპტი — ოფერტის სრული და შეუქცევადი მიღება წინამდებარე ოფერტში მითითებული მოქმედებების შესრულებით. ოფერტის აქცეპტი ითვალისწინებს ოფერტის ხელშეკრულებას.

დამკვეთი“- პირი, რომელმაც მოახდინა ოფერტის აქცეპტი და, ამრიგად, დადებული ოფერტის ხელშეკრულებით არის შუამავლის მომსახურების დამკვეთი.

ხელშეკრულება“ — შუამავალსა და დამკვეთს შორის ხელშეკრულება  ინფორმაციული მომსახურების გამოყენების შესახებ, რომელიც დადებულია ოფერტის აქცეპტის გზით.

ელექტრონული რესურსი (შემდგომში ერ) — ხელშეკრულების შესაბამისად შუამავალის მიერ საინფორმაციო უზრუნველყოფის აპლიკაციის  „Yandex Pro“ ინსტალაცია დამკვეთის ელექტორნულ მოწყობილებაში (მობილური ტელეფონი/პლანშეტი). ასეთ შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია მიიღოს და არ შეუშალოს ხელი შუამავლის მიერ ელექტრონული რესურსის გადაცემას.

,,შემსრულებელი ‘’-  Yandex Taxi BV, “იანდექს ტაქსიმეტრის“  „იანდექს პრო-ს“ და „Yandex Go-ს” პლატფორმის მფლობელი.

განმარტება: საქართველოში მგზავრთა გადაყვანის ტვირთის გადაზიდვის მომსახურების ოპტიმიზაციის მიზნით გამოიყენება აღნიშნული პლატფორმები, რომელთა მეშვეობითაც ხდება  საბოლოო მომხმარებლის და დამკვეთის დაკავშირება. ადმინისტრირების სირთულიდან გამომდინარე, რაც გამოწვეულია  დამკვეთების  სიმრავლით, მათთან  კომუნიკაცის ამყარებს შუამავალი შემსრულებლის ნაცვლად.

Yandex Go– პლატფორმა რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ახორცეიელბს მისთვის სასურველი შეკვეთის/გამოძახების მოთხოვნას.

Yandex Pro- პლატფორმა, რომელზეც რეგისტრირდება დამკვეთი და და სადაც განისაზღვრება/რეგისტრირდება მისი პირადი კაბინეტი. აღნიშნულ პლატფორმაზე დამკვეთი ღებულობს შეტყობინებას მის სიახლოვეს არსებული შეკვეთების/გამოძახებების შესახებ .აღნიშნული პლატფორმის საშუალებით მისი შეხედულებისამებრ და სურვილისამებრ დამკვეთი ადასტურებს შეკვეთას.

აღნიშნული პლატფრომის მიხედვით დამკვეთი ცოცხალ/მიმდინარე  რეჟიმში   ნახულობს მის მიერ შესრულებული შეკვეთების/გამოძახებების ოდენობას და მის მიერ გამომუშავებულ თანხას.

იანდექს ტაქსიმეტრი – პლატფორმა, რომლზეც შემსრულებელმა შუამავლს მისცა წვდომა და რომლის საშუალებითაც  შუამავალი ახდენს დამკვეთის და მომხმარებლის კომუნიკაციის პროცესის ავტომატიზაციას  დისტანციურად საქართველოს მასშტაბით.

პირი –  იურიდიული ან ფიზიკური პირი

მომხმარებელი – პირი რომელიც ელექტრონული აპლიკაციის/პლატფორმის  Yandex Go-ს   საშუალებით უკვეთავს  მგზავრის გადაყვანის / ტვირტის გადაზიდვის მომსახურებას  (ე.წ. ტაქსის სერვის) დამკვეთს,  მისთვის სასურველი A პუნქტიდან B პუნქტში ტვირთის/მგზავრის გადასაადგილებლად.

შეკვეთა/გამოძახება მომხმარებლის მიერ  Yandex Go აპლიკაციის მეშვეობით დაფიქსირებული მოთხოვნა A პუნქტიდან B პუნქტში მგზავრის/ ტვირთის გადაადგილებაზე.

საანგარიშგებო პერიოდი — კალენდარული თვე, რომლის განმავლობაშიც შუამავალი დამკვეთს უწევდა მომსახურებას.

შუამავლის მომსახურება — შემსრულებლის პლატფორმის საშუალებით დამკვეთის და მომხმარებლის დაკავშირების უზრუნველყოფა და დამკვეთის მიერ გამომუშავებული თანხების ანგარიშსწორების პროცესის მართვა.

ინფორმაცია – შემსრულებლის ელექტრონულ პლატფორმაზე ასახული მომხმარებლის შეკვეთების/გამოძახებების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს და არ შემოიფარგლება შემდეგით:

  • ინფორმაცია მსუბუქი მანქანით მგზავრთა გადაყვანის/ ნივთის გადაზიდვის განაცხადების არსებობის შესახებ;
  • მგზავრთა ტრანსპორტირების/ ნივთის გადაზიდვის საწყისი და საბოლოო პუნქტების მისამართს;
  • დაკვეთის დრო;
  • დაკვეთის ღირებულება და სხვა.

 

 

  1. ხელშეკრულების საგანი

3.1. წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, შუამავალი უზრუნველყოფს დამკვეთისათვის  შემსრულებლის   ელექტრონულ რესურსებზე  განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომას და დამკვეთის მიერ გამომუშავებული თანხების ანგარიშსწორების პროცესის მართვას.

3.2. შუამავლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც ეხება მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი  მგზავრთა გადასაყვანად/ ნივთის გადაზიდვისთვის სატრანსპორტო მომსახურებას, უნდა შეიცავდეს /შეიძლება შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • ინფორმაცია მსუბუქი მანქანით მგზავრთა გადაყვანის/ ნივთის გადაზიდვის განაცხადების არსებობის შესახებ;
  • მგზავრთა ტრანსპორტირების/ ნივთის გადაზიდვის საწყისი და საბოლოო პუნქტების მისამართს;
  • დაკვეთის დრო;
  • დაკვეთის ღირებულება და სხვა.

 

  1. მომსახურების ღირებულების განსაზღვრა  და ანაზღაურება

4.1 შუამავლის  მიერ დამკვეთისთვის მიწოდებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრება შუამავლის მიერ ცალმხრივად და წარმოადგენს დამკვეთის მიერ შესრულებული მგზავრთა გადაყვანის/ტვირთის  გადაზიდვის ღირებულების მულტიპლიკატორს, რომლის აქტუალური მნიშვლელობაც განსაზღვრულია ელექტრონულ რესურსზე. აღნიშნული ღირებულება შეადგენს დამკვეთის მიერ შესრულებული  გადაზიდვის მომსახურების 5%-ს.

4.2 დამკვეთის მიერ შესრულებული მომსახურების ანაზღაურება საბოლოო მომხმარებლის მიერ შეიძლება განხორცილდეს ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

უნაღდო ანგარიშწორების შემთხვევაში მთლიანი მომსახურების ღირებულება ირიცხება შემსრულებლის  საბანკო ანგარიშზე.  ნაღდი ანგარიშწორების შემთხვევაში მომხმარებლის მიერ გადახდილი სერვისის ღირებულება აკუმულირდება დამკვეთთან.

თავის მხრივს შემსრულებელი ყოველდღიურად ახორციელებს შუამავლის საშუალოებით   “იანდექს ტაქსიმეტრი“  პლატფორმის გამოყენებით შესრულებული  მომსახურების კალკულაციას და მისი მომსახურების ღირებულება განისაზღვება მთლიანი მგზავრის გადაყვანის/ტვირთვის გადაზიდვის მომსახურების 14,2%.მისი მომსახურების საკომისიოს გამოკლებით შემსრულებელი ახორციელებს დამკვეთის მიერ შესრულებული  მომსახურების ღირებულების ჩარიცხვას შუამავლის საბანკო ანგარიშზე შემდგომში დამკვეთთან ანგარიშსწორებისთვის.

შუამავლი, თავის მხრივ იტოვებს დამკვეთისთვის გაწეული  მისი მომსახურების ღირებულებას, რომელიც განსაზღრულია აღნიშნული ხელშეკრულები მუხლი 4.1 .

ყოველდღიურად დღის ნებისმიერ მონაკვეთში დამკვეთის მიერ შესრულებული მომსახურების მთლიანი ღირებულების ოდენობა, რომელიც მცირდება შემსრულებლის 14,2%  და შუამავლის  5%-ით,   აღრიცხულია Yandex Pro პლატფორმაზე დამკვეთის  პირად კაბინეტში. ასევე იდენტური ინფორმაცია აღრიცხულია შუამავლის  მიერ გამოყენებულ პლატფორაზე „იანდექს ტაქსიმეტრი“. შესაბამისად, თუ დამკვეთის  მიერ შესრულებული მომსახურებიდან გამომდინარე  გამომუშავებული ბალანსი მეტია ვიდრე მის ხელთ არსებული ნაღდი ფულით მიღებული გადახდა, მაშინ დამკვეთის მოთხოვნისთანავე შუამავალი  ახდენს მის საბანკო ანგარიშზე არსებული შემსრულებლის მიერ ჩარიცხული თანხიდან, დამკვეთის კუთვნილი თანხის  ნაღდი/ უნაღდო ანგარიწორებით გადაცემას.

  1. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

5.1. დამკვეთის მოვალეობები:

5.1.1. შეასრულოს მის მიერ მიღებული/დადასტურებული ყველა დაკვეთა;

5.1.2. ისარგებლოს შუამავლის მომსახურებით;

5.1.3. უზრუნველყოს მის საკუთრებაში/დროებით მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ტექნიკური გამართულობა;

5.1.4. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების სათანადო შესრულება;

5.1.5. დაიცვას მგზავრთა გადაყვანის წესები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით;

5.1.6. მსუბუქი ავტოტრანსპორტით მგზავრთა შიდა გადაყვანის/ ნივთის გადაზიდვის მომსახურების გაწევაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყველა საჭირო ნებართვის მიღება.

5.1.7. დამკვეთი იღებს ვალდებულებას დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მგზავრებისა და ნივთების ტრანსპორტირებასთან მიმართებაში, შესაბამისად ის სრულად და დამოუკიდებლად არის პასუხისმგებელი ამ ვალდებულებისს შეუსრულებლობის შემთხვევაში;

5.1.8. დამკვეთი იღებს ვალდებულებას დამოუკიდებლად შეასრულოს  საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალსიწინებული ყველა და ნებისმიერი ვალდებულება და თავად მოახდინოს მის მიერ შესრულებული მომსახურებიდან გამომდინარე წარმოშობილი ყველა საგადასახადო ვალდებულებების შესრულება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

5.1.9. არ გადასცეს მესამე პირებს მიწოდებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლება ან შესაძლებლობა;

5.1.10. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით მიაწოდოს შუამავალს საჭირო ინფორმაცია;

5.1.11. მიღებული დაკვეთის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია დროულად აცნობოს ამის შესახებ შუამავალს წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ცალმხრივად.

5.1.12. დამკვეთი კისრულობს ვალდებულებას უზრუნველყოს შუამავლისათვის მისგან მოთხოვნილი ყველა პირადი მონაცემების თავისუფალი გამოყენება, მათ შორის, მესამე მხარისთვის მითითებული მონაცემების შემდგომი მიწოდების მიზნით, დამკვეთის შეტყობინების გარეშე.

 

5.2. დამკვეთის უფლებები:

5.2.1. დამკვეთი თავისი შეხედულებისამებრ, გადაწყვეტს მიიღოს ან არ მიიღოს კონკრეტული მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი შეკვეთა/გამოძახება.  დადასტურების და შესრულების შემთხვევაში დამკვეთი  იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შუამავალს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ანაზღაურება.

5.2.2 შუამავლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გამოყენება;

5.2.3. წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით შუამავლისგან მიიღოს საჭირო განმარტებები.

5.2.4. იმ შემთხვევაში თუ დამკვეთის მიერ შესრულებული მომსახურებიდან გამომდინარე  გამომუშავებული ბალანსი მეტია ვიდრე მის ხელთ არსებული ნაღდი ფულით მიღებული გადახდა, როგორც ეს აღწერია  წინამდებარე ხელშეკრულების 4.2 მუხლში. დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს  შუამვლისგან მისი კუთვნილი თანხის ნაღდი/უნაღდო აგნარიშსწორება.

 

5.3. შუამავლის მოვალეობები:

5.3.1. შემსრულებლის  ელექტრონულ რესურსზე წვდომის მიზნით, მისცეს დამკვეთს შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობა დამკვეთის პირადი ელექტრონული მოწყობილობის (მობილური ტელეფონი, პლანშეტი) გამოყენებით ინფორმაციის მისაღებად და ასევე შესაძლებლობა ელექტრონულ რესურსზე  დაარეგისტრიროს პირადი კაბინეტი.

5.3.2. შუამავალი ვალდებულია შემსრულებლის მიერ მის საბანკო ანგარიშზე გადმორციხული თანხებიდან დამკვეთის მოთხოვნის თანავე, დამკვეთს გაუწიოს ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორება  მის მიერ გამომუშავებული თანხებიდან როგორც ეს აღწერილია წინამდებარე ხელშეკრულების 4.2 მუხლში.

5.4. შუამავლის უფლებები:

5.4.1. შეამოწმოს დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დაცვა;

5.4.2. დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მოითხოვოს დარღვევების აღმოფხვრა.

  1. მხარეთა განსაკუთრებული პირობები და პასუხისმგებლობა

6.1. შუამავალი არ არის პასუხისმგებელი საერთო სარგებლობის კავშირის არხების ხარისხზე ან სამსახურებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ მომსახურებებზე  დამკვეთის წვდომას (ინტერნეტის კავშირის, ელექტრონული მოწყობილობის გამართულობა და ა.შ.).

6.2. დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, რამაც გამოიწვია მომხმარებლების ან სხვა მესამე პირების პრეტენზიები, დამკვეთი იღებს სრულად ერთპიროვნულად ვალდებულებას, დამოუკიდებლად განიხილოს ასეთი საჩივრები და აღმოფხვრას აღნიშნული ხარვეზები.

  1. საჩივრების და დავების განხილვის წესი

7.1. ნებისმიერი დავა და უთანხმოება, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ეხება წინამდებარე ხელშეკრულებას ან მოქმედებს მასზე, მხარეები გადაწყვეტენ მოლაპარაკების გზით და/ან კანონით დადგენილი წესით.

7.2. არც ერთი მხარე არ თავისუფლდება წინამდებარე  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისგან, როგორც რაიმე დავის ან უთანხმოების არსებობის შემთხვევაში, ასევე სადავო საკითხის სასამართლოში გადაცემის შემთხვევაში.

  1. ფორსმაჟორული გარემოებები (ფორსმაჟორი)

8.1 მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებებით, როგორიცაა ომები, წყალდიდობები, ეპიდემიები, გაფიცვა, ემბარგო და სხვა ისეთი მოვლენა რომლის წინასწარ გაჭვრეტა შეუძლებელი იყო რომელიმე მხარის მიერ და ასეთი მოვლენა ხელს უშლის მხარე შეასრულოს ვალდებულება.

  1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა

9.1. წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა — შეუზღუდავია, შეთანხმებული სამართალურთიერთობის და ინდივიდუალური სამეწარმეო სუბიექტების შესაბამისად გათვალისწინებული მომსახურების ვადების გარდა.

9.2 „ხელშეკრულება“ შეიძლება ე შეწყდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რაც უნდა გაფორმდეს წერილობით.

9.3 ერთ-ერთი მხარის მიერ „ხელშეკრულების“ ცალმხრივად შეწყვეტა დაიშვება მეორე მხარისადმი არანაკლებ 60(ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.

 

  1. სხვაპირობები

10.1 წინამდებარე ხელშეკრულების დებულებები შეიძლება შეიცვალოს შუამავლის მიერ ცალმხრივად, დამკვეთის ამის შესახებ შეტყობინების გარეშე.

ყველა დამატებითი დოკუმენტი, კერძოდ: დანართები, დამატებითი შეთანხმებები და სხვა დოკუმენტები წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მათი შესაბამისი ხელმოწერის პირობით.

10.2. ყველა საკითხზე, რომელიც არ არის რეგულირებული ამ ხელშეკრულებით, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

 

    სამუშაო

    სახელი და გვარი

    მობილურის ნომერი

    Yandex Go

    ტაქსის ლიცენზია თბილისში — როგორ ავიღოთ B კატეგორია, ფასი და პირობები

    ტაქსის ლიცენზია თბილისში
    ჯერ სწორი ტერმინის შესახებ
    ოფიციალურად ეს არის არა „ლიცენზია“, არამედ „ნებართვა“ — კანონმდებლობაში ლიცენზია და ნებართვა სხვადასხვა სამართლებრივი ინსტიტუტია, ტაქსისთვის კი ყველგან გამოიყენება ნებართვა. სიტყვა „ლიცენზია“ შემორჩა მხოლოდ სასაუბრო მეტყველებასა და კომერციულ საიტებზე. ამ გვერდზე ორივე სიტყვას ვიყენებთ, რომ იოლად იპოვო საჭირო ინფორმაცია.
    საფუძვლები

    რა არის ტაქსის ნებართვა და ვის სჭირდება

    ნებართვას გასცემს მერია
    ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტი — შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. Prime Taxi არის ტაქსოპარკი და არა სახელმწიფო უწყება: ჩვენ ნებართვას არ გავცემთ და მის გაცემაში მონაწილეობას არ ვიღებთ.
    ვის სჭირდება
    ყველას, ვინც დედაქალაქში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში M1 კატეგორიის მსუბუქი ავტომობილით — ტაქსით — გადაჰყავს მგზავრი. M1 ნიშნავს არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას.
    სად მოქმედებს
    ნებართვა მოქმედებს იმ ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, რომელმაც ის გასცა. თბილისური წესები სხვა ქალაქზე არ ვრცელდება და პირიქით.
    კატეგორიები

    A და B კატეგორია — რა განსხვავებაა

    A კატეგორია
    ახალ მსურველზე აღარ გაიცემა
    • ავტომობილი უნდა იყოს თეთრი — ძარის ყველა ელემენტი, ბამპერის ჩათვლით (გამონაკლისი მინის პანორამული სახურავია)
    • გაიცემა უვადოდ
    • ქუჩიდან მგზავრის აყვანის უფლება
    • უფასო საპარკინგე ადგილები
    • ავტობუსის ხაზში მგზავრის აყვანისა და გადმოსხმის უფლება
    • სავალდებულოა თეთრი ფერის მანათობელი ნიშანი შავი წარწერით „TAXI თბილისი“
    • 2023 წლის 20 მარტიდან ახალი A კატეგორიის ნებართვები აღარ გაიცემა
    B კატეგორია
    ერთადერთი კატეგორია ახალი მძღოლისთვის
    • ავტომობილის ფერზე მოთხოვნა არ არის
    • გაიცემა ერთჯერადად, ერთი წლის ვადით
    • შეიძლება მხოლოდ იმ მგზავრის აყვანა, რომლის მომსახურების მიზნითაც მიხვედი გამოძახების ადგილზე
    • აკრძალულია ტაქსის აღმნიშვნელი მანათობელი ნიშანი ან ტაქსის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი სხვა საშუალება
    • რეკლამა აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იმავე ავტომობილზე A კატეგორიის ნებართვაც არის გაცემული
    • გაიცემა დღესაც — 2023 წლის მარტის შეჩერება 1 აპრილიდან მოიხსნა
    ორივე კატეგორიისთვის ერთნაირი მოთხოვნები: მარცხენა საჭე, 5 კარი, ავტომობილის კატეგორია M1.
    B კატეგორიის პირობები — მხოლოდ გამოძახებით მოსული მგზავრი, მანათობელი ნიშნისა და ტაქსის ნიშნების გარეშე — აღწერს დისპეტჩერით ან აგრეგატორით მუშაობას. გაითვალისწინე: ეს არის დასკვნა თავად პირობებიდან — არც პორტალი და არც დადგენილებები იანდექსს, Bolt-ს ან ზოგადად აგრეგატორებს საერთოდ არ ახსენებს.

    როგორ ავიღოთ ნებართვა — ნაბიჯ-ნაბიჯ

    ყველაფერი ონლაინ კეთდება, ქაღალდის დოკუმენტები არ იბარება
    01
    დაარეგისტრირე პირადი მუნიციპალური სივრცე მისამართზე www.taxi.tbilisi.gov.ge
    02
    მოაწერე ხელი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით — საქართველოს მოქალაქე ელექტრონული პირადობის მოწმობით, უცხოელი კი ელექტრონული ბინადრობის მოწმობით (მუდმივი ან დროებითი)
    03
    შეავსე ელექტრონული განცხადება — ავტომობილისა და მართვის მოწმობის მონაცემებს სისტემა თავად იღებს შსს მომსახურების სააგენტოს ბაზიდან, პირად მონაცემებს კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან
    04
    თუ ავტომობილი შენი არ არის — მესაკუთრე თავის კაბინეტში აგენერირებს სპეციალურ უნიკალურ კოდს და გადმოგცემს
    05
    გადაიხადე ნებართვის ფასი — B კატეგორიისთვის გადახდა ხდება ნებართვის გაცემამდე, სისტემაში ინვოისით
    06
    მიიღე ნებართვა — გადახდისთანავე დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა

    რა უნდა გქონდეს

    შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა
    ეს არის ერთადერთი პირადი მოთხოვნა, რომელიც დადგენილებაშია დასახელებული — ნებართვა გაიცემა, თუ მიმღებს გააჩნია შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა.
    ელექტრონული პირადობა ან ელექტრონული ბინადრობის მოწმობა
    საჭიროა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისთვის: საქართველოს მოქალაქეს — ელექტრონული პირადობის მოწმობა, უცხოელს — ელექტრონული ბინადრობის მოწმობა (მუდმივი ან დროებითი).
    მესაკუთრის უნიკალური კოდი — მხოლოდ თუ ავტომობილი შენი არ არის
    მესაკუთრე მას თავის პირად მუნიციპალურ სივრცეში აგენერირებს და გადმოგცემს.
    ქაღალდის დოკუმენტები არ არის საჭირო
    ქაღალდზე არაფერი იბარება. ავტომობილის, მართვის მოწმობისა და პირის მონაცემებს სისტემა თავად იღებს სახელმწიფო რეესტრებიდან.
    რას არ ითხოვს მერია: დადგენილებაში არ არის მოთხოვნა მინიმალურ ასაკზე, მართვის სტაჟზე, ნასამართლობის ცნობაზე, სამედიცინო ცნობაზე ან ავტომობილის მაქსიმალურ ასაკზე. მსგავს პირობებს ზოგჯერ ტაქსოპარკები ან აგრეგატორები აწესებენ საკუთარი მძღოლებისთვის — მაგრამ ეს არ არის ნებართვის გაცემის პირობა.

    ფასი და მოქმედების ვადა

    რა ფასი
    A კატეგორია, ჩვეულებრივი ავტომობილი 0,27 ₾ ერთ კალენდარულ დღეში
    A კატეგორია, ჰიბრიდი 0,13 ₾ ერთ კალენდარულ დღეში
    A კატეგორია, თუ ნებართვას არ აქვს მიბმული ავტომობილი და/ან მძღოლი 3 ₾ ერთ კალენდარულ დღეში
    B კატეგორია, ჩვეულებრივი ავტომობილი 100 ₾
    B კატეგორია, ჰიბრიდი 50 ₾
    ნებისმიერი ცვლილება A კატეგორიის ნებართვაში (მესაკუთრე, მძღოლი, ავტომობილი) 20 ₾ თითოეულ ცვლილებაზე
    სრულად ელექტროძრავიანი ავტომობილი (ძრავის სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტი) გათავისუფლებულია გადასახადისგან 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
    რა ვადით გაიცემა ნებართვა
    A კატეგორიის ნებართვა გაიცემა უვადოდ.
    B კატეგორიის ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, ერთი წლის ვადით.
    მნიშვნელოვანია: ეს ციფრები დადგენილების 2023 წლის რედაქციიდანაა. მას შემდეგ აქტში არაერთხელ შევიდა ცვლილება, კონსოლიდირებული ტექსტი კი თავისუფლად ხელმისაწვდომი არ არის — ამიტომ ზუსტი თანხა დააზუსტე განცხადების შევსებისას სისტემაში ან მერიაში. ნებართვაზე უარის შემთხვევაში გადახდილი ფასი დაბრუნებას არ ექვემდებარება.

    დაგრჩათ კითხვები?
    ჩვენ გიპასუხებთ.

      სამუშაო

      სახელი და გვარი

      მობილურის ნომერი

      Call me

      მოთხოვნები ავტომობილსა და მუშაობის პროცესზე

      ტექინსპექტირება 6 თვეში ერთხელ
      ტაქსის A და B კატეგორიის ნებართვის მფლობელი ვალდებულია ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირება გაიაროს 6 თვეში ერთხელ. გამოშვებიდან 1 წლის ავტომობილს ტექდათვალიერების გავლა არ სჭირდება.
      თეთრი ძარა — მხოლოდ A კატეგორიისთვის
      ძარის ყველა ელემენტი, ბამპერის ჩათვლით, უნდა იყოს თეთრი ფერის. გამონაკლისია მინის პანორამული სახურავი. B კატეგორიას ფერზე მოთხოვნა არ აქვს.
      მანათობელი ნიშანი — მხოლოდ A კატეგორიისთვის
      თეთრი ფერის მანათობელი ნიშანი შავი წარწერით „TAXI თბილისი“, განთავსებული სახურავის ცენტრში. მწვანე — როდესაც მგზავრი არ ჰყავს, წითელი — როდესაც მგზავრი ჰყავს ან გამოძახებულია, სამუშაო დროის გარეთ კი გამორთული. ღირებულება 45 ₾, გაიცემა მერიის სერვისცენტრებში.
      მძღოლის ბარათი სალონში
      განთავსებული თვალსაჩინო ადგილას, რომ მგზავრმა შეძლოს წაკითხვა; ფორმატი A5 — A კატეგორიისთვის დანართი 7, B კატეგორიისთვის დანართი 8.
      სალონში მოწევა აკრძალულია
      ავტომობილის სალონში მოწევა აკრძალულია. A კატეგორიისთვის ასევე აკრძალულია ნებისმიერი სხვა მაიდენტიფიცირებელი წარწერა — ქალაქის, რაიონის, ქუჩის.
      სანქციები
      დარღვევა უნდა გამოსწორდეს 72 საათის განმავლობაში (გადაუხდელობის შემთხვევაში — 10 კალენდარულ დღეში). განმეორებისას ჯარიმა სამმაგდება, შემდეგ კიდევ სამმაგდება, ამის შემდეგ კი ნებართვა უქმდება.

      A კატეგორია როგორც სამოქალაქო ბრუნვის აქტივი

      A კატეგორიის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს გაასხვისოს იგი, სარგებლობის უფლებით გადასცეს (იჯარა, ქირავნობა) და უფლებრივად დატვირთოს (გირავნობა). B კატეგორიას ასეთი უფლება არ აქვს. A კატეგორიის ნებართვა ასევე მემკვიდრეობით გადადის: მემკვიდრე გარდაცვალების დღიდან არაუმეტეს 1 წლის ვადაში წერილობით მიმართავს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს. რადგან ახალი A ნებართვები აღარ გაიცემა, დღეს მისი მოპოვების ერთადერთი გზა სწორედ ესაა. A კატეგორიის ნებართვების იურიდიულ პირებზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2023 წლის 1 ივლისიდან.
      ისტორია: ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპით, რომელიც 2023 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდა, ყველამ, ვინც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ოდესმე მუშაობდა A კატეგორიის ნებართვით, უსასყიდლოდ მიიღო უვადო A კატეგორიის ნებართვა, პრინციპით „ერთ პირს — ერთი ნებართვა“; ასე გაიცა 35 558 ნებართვა. მათი გააქტიურების ვადა 2024 წლის 1 აპრილს ამოიწურა და დღეს დახურულია.

      სად მივმართოთ და ვის ვკითხოთ

      ონლაინ
      ელექტრონული განცხადება ივსება მისამართზე www.taxi.tbilisi.gov.ge. პორტალს უძღვება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (ს/ნ 405026877).
      ადგილზე
      მოქმედებს 11 სერვისცენტრი: მერიის შენობაში — ჟ. შარტავას ქ. N7ა, ასევე რაიონული ცენტრები ისანში, მთაწმინდაზე, ჩუღურეთში, ნაძალადევში, დიდუბეში, სამგორში, გლდანში, ვაკეში, საბურთალოსა და კრწანისში.
      ცხელი ხაზი
      მერიის ცხელი ხაზი: 032 272 22 22. პორტალის ტექნიკური მხარდაჭერა: 1399, 1399@msda.ge.

      ბათუმი, ქუთაისი და სხვა ქალაქები

      ტაქსის ნებართვა მხოლოდ თბილისური ინსტიტუტი არ არის. კანონით ის მოიცავს მგზავრის ტაქსით გადაყვანას დედაქალაქში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში, ადმინისტრირებას კი შესაბამისი ქალაქის მერია ახდენს. თითოეული თვითმმართველი ქალაქი საკუთარი დადგენილებით ადგენს თავის წესებს, ფასებსა და კატეგორიებს. ეს ნიშნავს, რომ ამ გვერდზე აღწერილი A და B კატეგორიები, 0,27 ₾ დღეში, 100 ₾ და თეთრი ფერის მოთხოვნა ეხება მხოლოდ თბილისს და ბათუმზე, ქუთაისსა თუ რუსთავზე არ გადმოგვაქვს. ამ ქალაქების კონკრეტული წესები ჩვენ ვერ გადავამოწმეთ — დააზუსტე შესაბამის მერიაში.

      ნებართვა აიღე? დაიწყე შემოსავალი

      ნებართვას გასცემს მერია — ამ ნაწილში ჩვენ არაფერ შუაში ვართ. Prime Taxi არის ტაქსოპარკი: ვარეგისტრირებთ მძღოლებს იანდექსში დისტანციურად, მთელ საქართველოში, და გაძლევთ საკუთარ აპლიკაციას მძღოლისთვის, ყოველკვირეულ ბონუსებსა და თანხის გამოტანას 24/7. შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დანარჩენს ჩვენ მოვაგვარებთ.

      ხშირად დასმული კითხვები

      როგორ ავიღო B კატეგორიის ტაქსის ლიცენზია?
      ყველაფერი ონლაინ კეთდება მისამართზე www.taxi.tbilisi.gov.ge: დაარეგისტრირე პირადი მუნიციპალური სივრცე, მოაწერე ხელი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ელექტრონული პირადობის ან ელექტრონული ბინადრობის მოწმობით, შეავსე ელექტრონული განცხადება, გადაიხადე ნებართვის ფასი და მიიღე ნებართვა გადახდისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. ავტომობილისა და მართვის მოწმობის მონაცემებს სისტემა თავად იღებს სახელმწიფო რეესტრებიდან, ამიტომ ქაღალდის დოკუმენტები არ იბარება.
      რა ღირს ტაქსის ლიცენზია?
      B კატეგორია ღირს 100 ₾ ჩვეულებრივი ავტომობილისთვის და 50 ₾ ჰიბრიდისთვის, გადახდა ხდება ნებართვის გაცემამდე. A კატეგორია ღირს 0,27 ₾ ერთ კალენდარულ დღეში ჩვეულებრივი ავტომობილისთვის, 0,13 ₾ ჰიბრიდისთვის და 3 ₾ დღეში, თუ ნებართვას არ აქვს მიბმული ავტომობილი და/ან მძღოლი; ნებისმიერი ცვლილება A ნებართვაში ღირს 20 ₾. სრულად ელექტროძრავიანი ავტომობილები გათავისუფლებულია გადასახადისგან 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ეს ციფრები დადგენილების 2023 წლის რედაქციიდანაა — ზუსტი თანხა დააზუსტე განცხადების შევსებისას.
      სად ავიღო ტაქსის ლიცენზია?
      იმ ქალაქის მერიაში, სადაც იმუშავებ — თბილისში პორტალის www.taxi.tbilisi.gov.ge მეშვეობით. თუ ადგილზე დახმარება გჭირდება, მოქმედებს 11 სერვისცენტრი, მათ შორის მერიის შენობაში ჟ. შარტავას ქ. N7ა-ზე. მერიის ცხელი ხაზია 032 272 22 22, პორტალის მხარდაჭერა კი 1399.
      შესაძლებელია დღეს A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის აღება?
      არა. ახალი A კატეგორიის ნებართვები 2023 წლის 20 მარტიდან აღარ გაიცემა, რეფორმით უსასყიდლოდ გაცემული ნებართვების გააქტიურების ვადა კი 2024 წლის 1 აპრილს დაიხურა. ადრე გაცემული ნებართვები ძალაშია. დღეს A კატეგორიის მოპოვების ერთადერთი გზაა არსებული მფლობელისგან — მას უფლება აქვს გაასხვისოს, იჯარით გასცეს ან გირავნობით დატვირთოს ნებართვა — ან მემკვიდრეობით მიღება. ახალი მძღოლისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ B კატეგორია.
      რა ვადით გაიცემა ნებართვა?
      A კატეგორიის ნებართვა გაიცემა უვადოდ. B კატეგორიის ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, ერთი წლის ვადით.
      რა განსხვავებაა A და B კატეგორიებს შორის?
      A კატეგორია მოითხოვს თეთრ ავტომობილს — ძარის ყველა ელემენტს ბამპერის ჩათვლით — და თეთრი ფერის მანათობელ ნიშანს წარწერით „TAXI თბილისი“ სახურავზე, გაიცემა უვადოდ და იძლევა ქუჩიდან მგზავრის აყვანის, უფასო პარკინგისა და ავტობუსის ხაზით სარგებლობის უფლებას. B კატეგორიას ფერზე მოთხოვნა არ აქვს, გაიცემა ერთი წლით, უფლებას იძლევა აიყვანო მხოლოდ ის მგზავრი, რომლის მომსახურების მიზნითაც მიხვედი გამოძახების ადგილზე, და კრძალავს მანათობელ ნიშანსა და ტაქსის მაიდენტიფიცირებელ ნებისმიერ სხვა საშუალებას. ორივესთვის სავალდებულოა მარცხენა საჭე, 5 კარი და კატეგორია M1.
      საჭიროა ნასამართლობის ცნობა, სამედიცინო ცნობა ან მართვის სტაჟი?
      ნებართვისთვის — არა. დადგენილებაში დასახელებული ერთადერთი პირადი მოთხოვნა შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობაა; მოთხოვნა მინიმალურ ასაკზე, მართვის სტაჟზე, ნასამართლობის ცნობაზე, სამედიცინო ცნობაზე ან ავტომობილის მაქსიმალურ ასაკზე იქ არ არის. მსგავს პირობებს შესაძლოა ტაქსოპარკი ან აგრეგატორი აწესებდეს საკუთარი მძღოლებისთვის, მაგრამ ეს ნებართვის გაცემის პირობა არ არის.
      რამდენად ხშირად სჭირდება ავტომობილს ტექინსპექტირება?
      ტაქსის A და B კატეგორიის ნებართვის მფლობელი ვალდებულია ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირება გაიაროს 6 თვეში ერთხელ. გამოშვებიდან 1 წლის ავტომობილს ტექდათვალიერების გავლა არ სჭირდება.