იანდექსი თუ ბოლტი — რომელ პლატფორმაზე დავრეგისტრირდე | Prime Taxi
თქვენი მონაცემები გაგზავნილია. დაელოდეთ
ზარს, ჩვენი ოპერატორი მალე დაგიკავშირდებათ
თქვენი წარმატებით დარეგისტრირდით.
დაელოდეთ ზარს, ჩვენი ოპერატორი მალე დაგიკავშირდებათ
საჯარო ხელშეკრულება — ოფერტი მომსახურების შეთავაზების შესახებ (საჯარო ოფერტი)

 

  1. ზოგადი დებულებები
  • ერთის მხრივ შპს „ნექსთი“- (შემდგომში „შუამავალი“)  (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400319222) წარმოდგენილი მისი დირექტორის სახით სოფიო სანაკოევა პ/ნ 01003010218
  • მეორე მხრივ ფ/პ ……….. პ/ნ ……….. შედგომში „დამკვეთი“

1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-332 მუხლების თანახმად, ქვემოთ მოყვანილი პირობების მიღების შემთხვევაში, ფიზიკური პირი, რომელიც ახდენს ამ ოფერტის აქცეპტს, ხდება დამკვეთი, ხოლო შუამავალი და დამკვეთი ერთობლივად ხდებიან —  წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები.

1.4. აღნიშნულთან დაკავშირებით, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ოფერტის ტექსტს და, თუ არ ეთანხმებით მის პირობებსა და წესებს ან სხვა რომელიმე პუნქტს, „შუამავალი“ გთავაზობთ უარი თქვათ ოფერტის ხელშეკრულების დადებაზე და „შემსრულებლის“ მომსახურების  გამოყენებაზე.

  1. ტერმინები

2.1. წინამდებარე ოფერტის მიზნებისათვის გამოიყენება ტერმინები შემდეგი მნიშვნელობით:

ოფერტი” — წინამდებარე დოკუმენტი, საჯარო ოფერტი ინფორმაციული მომსახურების მიწოდებაზე.

ოფერტის აქცეპტი — ოფერტის სრული და შეუქცევადი მიღება წინამდებარე ოფერტში მითითებული მოქმედებების შესრულებით. ოფერტის აქცეპტი ითვალისწინებს ოფერტის ხელშეკრულებას.

დამკვეთი“- პირი, რომელმაც მოახდინა ოფერტის აქცეპტი და, ამრიგად, დადებული ოფერტის ხელშეკრულებით არის შუამავლის მომსახურების დამკვეთი.

ხელშეკრულება“ — შუამავალსა და დამკვეთს შორის ხელშეკრულება  ინფორმაციული მომსახურების გამოყენების შესახებ, რომელიც დადებულია ოფერტის აქცეპტის გზით.

ელექტრონული რესურსი (შემდგომში ერ) — ხელშეკრულების შესაბამისად შუამავალის მიერ საინფორმაციო უზრუნველყოფის აპლიკაციის  „Yandex Pro“ ინსტალაცია დამკვეთის ელექტორნულ მოწყობილებაში (მობილური ტელეფონი/პლანშეტი). ასეთ შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია მიიღოს და არ შეუშალოს ხელი შუამავლის მიერ ელექტრონული რესურსის გადაცემას.

,,შემსრულებელი ‘’-  Yandex Taxi BV, “იანდექს ტაქსიმეტრის“  „იანდექს პრო-ს“ და „Yandex Go-ს” პლატფორმის მფლობელი.

განმარტება: საქართველოში მგზავრთა გადაყვანის ტვირთის გადაზიდვის მომსახურების ოპტიმიზაციის მიზნით გამოიყენება აღნიშნული პლატფორმები, რომელთა მეშვეობითაც ხდება  საბოლოო მომხმარებლის და დამკვეთის დაკავშირება. ადმინისტრირების სირთულიდან გამომდინარე, რაც გამოწვეულია  დამკვეთების  სიმრავლით, მათთან  კომუნიკაცის ამყარებს შუამავალი შემსრულებლის ნაცვლად.

Yandex Go– პლატფორმა რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ახორცეიელბს მისთვის სასურველი შეკვეთის/გამოძახების მოთხოვნას.

Yandex Pro- პლატფორმა, რომელზეც რეგისტრირდება დამკვეთი და და სადაც განისაზღვრება/რეგისტრირდება მისი პირადი კაბინეტი. აღნიშნულ პლატფორმაზე დამკვეთი ღებულობს შეტყობინებას მის სიახლოვეს არსებული შეკვეთების/გამოძახებების შესახებ .აღნიშნული პლატფორმის საშუალებით მისი შეხედულებისამებრ და სურვილისამებრ დამკვეთი ადასტურებს შეკვეთას.

აღნიშნული პლატფრომის მიხედვით დამკვეთი ცოცხალ/მიმდინარე  რეჟიმში   ნახულობს მის მიერ შესრულებული შეკვეთების/გამოძახებების ოდენობას და მის მიერ გამომუშავებულ თანხას.

იანდექს ტაქსიმეტრი – პლატფორმა, რომლზეც შემსრულებელმა შუამავლს მისცა წვდომა და რომლის საშუალებითაც  შუამავალი ახდენს დამკვეთის და მომხმარებლის კომუნიკაციის პროცესის ავტომატიზაციას  დისტანციურად საქართველოს მასშტაბით.

პირი –  იურიდიული ან ფიზიკური პირი

მომხმარებელი – პირი რომელიც ელექტრონული აპლიკაციის/პლატფორმის  Yandex Go-ს   საშუალებით უკვეთავს  მგზავრის გადაყვანის / ტვირტის გადაზიდვის მომსახურებას  (ე.წ. ტაქსის სერვის) დამკვეთს,  მისთვის სასურველი A პუნქტიდან B პუნქტში ტვირთის/მგზავრის გადასაადგილებლად.

შეკვეთა/გამოძახება მომხმარებლის მიერ  Yandex Go აპლიკაციის მეშვეობით დაფიქსირებული მოთხოვნა A პუნქტიდან B პუნქტში მგზავრის/ ტვირთის გადაადგილებაზე.

საანგარიშგებო პერიოდი — კალენდარული თვე, რომლის განმავლობაშიც შუამავალი დამკვეთს უწევდა მომსახურებას.

შუამავლის მომსახურება — შემსრულებლის პლატფორმის საშუალებით დამკვეთის და მომხმარებლის დაკავშირების უზრუნველყოფა და დამკვეთის მიერ გამომუშავებული თანხების ანგარიშსწორების პროცესის მართვა.

ინფორმაცია – შემსრულებლის ელექტრონულ პლატფორმაზე ასახული მომხმარებლის შეკვეთების/გამოძახებების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს და არ შემოიფარგლება შემდეგით:

  • ინფორმაცია მსუბუქი მანქანით მგზავრთა გადაყვანის/ ნივთის გადაზიდვის განაცხადების არსებობის შესახებ;
  • მგზავრთა ტრანსპორტირების/ ნივთის გადაზიდვის საწყისი და საბოლოო პუნქტების მისამართს;
  • დაკვეთის დრო;
  • დაკვეთის ღირებულება და სხვა.

 

 

  1. ხელშეკრულების საგანი

3.1. წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, შუამავალი უზრუნველყოფს დამკვეთისათვის  შემსრულებლის   ელექტრონულ რესურსებზე  განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომას და დამკვეთის მიერ გამომუშავებული თანხების ანგარიშსწორების პროცესის მართვას.

3.2. შუამავლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც ეხება მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი  მგზავრთა გადასაყვანად/ ნივთის გადაზიდვისთვის სატრანსპორტო მომსახურებას, უნდა შეიცავდეს /შეიძლება შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • ინფორმაცია მსუბუქი მანქანით მგზავრთა გადაყვანის/ ნივთის გადაზიდვის განაცხადების არსებობის შესახებ;
  • მგზავრთა ტრანსპორტირების/ ნივთის გადაზიდვის საწყისი და საბოლოო პუნქტების მისამართს;
  • დაკვეთის დრო;
  • დაკვეთის ღირებულება და სხვა.

 

  1. მომსახურების ღირებულების განსაზღვრა  და ანაზღაურება

4.1 შუამავლის  მიერ დამკვეთისთვის მიწოდებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრება შუამავლის მიერ ცალმხრივად და წარმოადგენს დამკვეთის მიერ შესრულებული მგზავრთა გადაყვანის/ტვირთის  გადაზიდვის ღირებულების მულტიპლიკატორს, რომლის აქტუალური მნიშვლელობაც განსაზღვრულია ელექტრონულ რესურსზე. აღნიშნული ღირებულება შეადგენს დამკვეთის მიერ შესრულებული  გადაზიდვის მომსახურების 5%-ს.

4.2 დამკვეთის მიერ შესრულებული მომსახურების ანაზღაურება საბოლოო მომხმარებლის მიერ შეიძლება განხორცილდეს ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

უნაღდო ანგარიშწორების შემთხვევაში მთლიანი მომსახურების ღირებულება ირიცხება შემსრულებლის  საბანკო ანგარიშზე.  ნაღდი ანგარიშწორების შემთხვევაში მომხმარებლის მიერ გადახდილი სერვისის ღირებულება აკუმულირდება დამკვეთთან.

თავის მხრივს შემსრულებელი ყოველდღიურად ახორციელებს შუამავლის საშუალოებით   “იანდექს ტაქსიმეტრი“  პლატფორმის გამოყენებით შესრულებული  მომსახურების კალკულაციას და მისი მომსახურების ღირებულება განისაზღვება მთლიანი მგზავრის გადაყვანის/ტვირთვის გადაზიდვის მომსახურების 14,2%.მისი მომსახურების საკომისიოს გამოკლებით შემსრულებელი ახორციელებს დამკვეთის მიერ შესრულებული  მომსახურების ღირებულების ჩარიცხვას შუამავლის საბანკო ანგარიშზე შემდგომში დამკვეთთან ანგარიშსწორებისთვის.

შუამავლი, თავის მხრივ იტოვებს დამკვეთისთვის გაწეული  მისი მომსახურების ღირებულებას, რომელიც განსაზღრულია აღნიშნული ხელშეკრულები მუხლი 4.1 .

ყოველდღიურად დღის ნებისმიერ მონაკვეთში დამკვეთის მიერ შესრულებული მომსახურების მთლიანი ღირებულების ოდენობა, რომელიც მცირდება შემსრულებლის 14,2%  და შუამავლის  5%-ით,   აღრიცხულია Yandex Pro პლატფორმაზე დამკვეთის  პირად კაბინეტში. ასევე იდენტური ინფორმაცია აღრიცხულია შუამავლის  მიერ გამოყენებულ პლატფორაზე „იანდექს ტაქსიმეტრი“. შესაბამისად, თუ დამკვეთის  მიერ შესრულებული მომსახურებიდან გამომდინარე  გამომუშავებული ბალანსი მეტია ვიდრე მის ხელთ არსებული ნაღდი ფულით მიღებული გადახდა, მაშინ დამკვეთის მოთხოვნისთანავე შუამავალი  ახდენს მის საბანკო ანგარიშზე არსებული შემსრულებლის მიერ ჩარიცხული თანხიდან, დამკვეთის კუთვნილი თანხის  ნაღდი/ უნაღდო ანგარიწორებით გადაცემას.

  1. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

5.1. დამკვეთის მოვალეობები:

5.1.1. შეასრულოს მის მიერ მიღებული/დადასტურებული ყველა დაკვეთა;

5.1.2. ისარგებლოს შუამავლის მომსახურებით;

5.1.3. უზრუნველყოს მის საკუთრებაში/დროებით მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ტექნიკური გამართულობა;

5.1.4. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების სათანადო შესრულება;

5.1.5. დაიცვას მგზავრთა გადაყვანის წესები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით;

5.1.6. მსუბუქი ავტოტრანსპორტით მგზავრთა შიდა გადაყვანის/ ნივთის გადაზიდვის მომსახურების გაწევაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყველა საჭირო ნებართვის მიღება.

5.1.7. დამკვეთი იღებს ვალდებულებას დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მგზავრებისა და ნივთების ტრანსპორტირებასთან მიმართებაში, შესაბამისად ის სრულად და დამოუკიდებლად არის პასუხისმგებელი ამ ვალდებულებისს შეუსრულებლობის შემთხვევაში;

5.1.8. დამკვეთი იღებს ვალდებულებას დამოუკიდებლად შეასრულოს  საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალსიწინებული ყველა და ნებისმიერი ვალდებულება და თავად მოახდინოს მის მიერ შესრულებული მომსახურებიდან გამომდინარე წარმოშობილი ყველა საგადასახადო ვალდებულებების შესრულება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

5.1.9. არ გადასცეს მესამე პირებს მიწოდებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლება ან შესაძლებლობა;

5.1.10. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით მიაწოდოს შუამავალს საჭირო ინფორმაცია;

5.1.11. მიღებული დაკვეთის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია დროულად აცნობოს ამის შესახებ შუამავალს წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ცალმხრივად.

5.1.12. დამკვეთი კისრულობს ვალდებულებას უზრუნველყოს შუამავლისათვის მისგან მოთხოვნილი ყველა პირადი მონაცემების თავისუფალი გამოყენება, მათ შორის, მესამე მხარისთვის მითითებული მონაცემების შემდგომი მიწოდების მიზნით, დამკვეთის შეტყობინების გარეშე.

 

5.2. დამკვეთის უფლებები:

5.2.1. დამკვეთი თავისი შეხედულებისამებრ, გადაწყვეტს მიიღოს ან არ მიიღოს კონკრეტული მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი შეკვეთა/გამოძახება.  დადასტურების და შესრულების შემთხვევაში დამკვეთი  იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შუამავალს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ანაზღაურება.

5.2.2 შუამავლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გამოყენება;

5.2.3. წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით შუამავლისგან მიიღოს საჭირო განმარტებები.

5.2.4. იმ შემთხვევაში თუ დამკვეთის მიერ შესრულებული მომსახურებიდან გამომდინარე  გამომუშავებული ბალანსი მეტია ვიდრე მის ხელთ არსებული ნაღდი ფულით მიღებული გადახდა, როგორც ეს აღწერია  წინამდებარე ხელშეკრულების 4.2 მუხლში. დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს  შუამვლისგან მისი კუთვნილი თანხის ნაღდი/უნაღდო აგნარიშსწორება.

 

5.3. შუამავლის მოვალეობები:

5.3.1. შემსრულებლის  ელექტრონულ რესურსზე წვდომის მიზნით, მისცეს დამკვეთს შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობა დამკვეთის პირადი ელექტრონული მოწყობილობის (მობილური ტელეფონი, პლანშეტი) გამოყენებით ინფორმაციის მისაღებად და ასევე შესაძლებლობა ელექტრონულ რესურსზე  დაარეგისტრიროს პირადი კაბინეტი.

5.3.2. შუამავალი ვალდებულია შემსრულებლის მიერ მის საბანკო ანგარიშზე გადმორციხული თანხებიდან დამკვეთის მოთხოვნის თანავე, დამკვეთს გაუწიოს ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორება  მის მიერ გამომუშავებული თანხებიდან როგორც ეს აღწერილია წინამდებარე ხელშეკრულების 4.2 მუხლში.

5.4. შუამავლის უფლებები:

5.4.1. შეამოწმოს დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დაცვა;

5.4.2. დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მოითხოვოს დარღვევების აღმოფხვრა.

  1. მხარეთა განსაკუთრებული პირობები და პასუხისმგებლობა

6.1. შუამავალი არ არის პასუხისმგებელი საერთო სარგებლობის კავშირის არხების ხარისხზე ან სამსახურებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ მომსახურებებზე  დამკვეთის წვდომას (ინტერნეტის კავშირის, ელექტრონული მოწყობილობის გამართულობა და ა.შ.).

6.2. დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, რამაც გამოიწვია მომხმარებლების ან სხვა მესამე პირების პრეტენზიები, დამკვეთი იღებს სრულად ერთპიროვნულად ვალდებულებას, დამოუკიდებლად განიხილოს ასეთი საჩივრები და აღმოფხვრას აღნიშნული ხარვეზები.

  1. საჩივრების და დავების განხილვის წესი

7.1. ნებისმიერი დავა და უთანხმოება, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ეხება წინამდებარე ხელშეკრულებას ან მოქმედებს მასზე, მხარეები გადაწყვეტენ მოლაპარაკების გზით და/ან კანონით დადგენილი წესით.

7.2. არც ერთი მხარე არ თავისუფლდება წინამდებარე  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისგან, როგორც რაიმე დავის ან უთანხმოების არსებობის შემთხვევაში, ასევე სადავო საკითხის სასამართლოში გადაცემის შემთხვევაში.

  1. ფორსმაჟორული გარემოებები (ფორსმაჟორი)

8.1 მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებებით, როგორიცაა ომები, წყალდიდობები, ეპიდემიები, გაფიცვა, ემბარგო და სხვა ისეთი მოვლენა რომლის წინასწარ გაჭვრეტა შეუძლებელი იყო რომელიმე მხარის მიერ და ასეთი მოვლენა ხელს უშლის მხარე შეასრულოს ვალდებულება.

  1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა

9.1. წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა — შეუზღუდავია, შეთანხმებული სამართალურთიერთობის და ინდივიდუალური სამეწარმეო სუბიექტების შესაბამისად გათვალისწინებული მომსახურების ვადების გარდა.

9.2 „ხელშეკრულება“ შეიძლება ე შეწყდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რაც უნდა გაფორმდეს წერილობით.

9.3 ერთ-ერთი მხარის მიერ „ხელშეკრულების“ ცალმხრივად შეწყვეტა დაიშვება მეორე მხარისადმი არანაკლებ 60(ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.

 

  1. სხვაპირობები

10.1 წინამდებარე ხელშეკრულების დებულებები შეიძლება შეიცვალოს შუამავლის მიერ ცალმხრივად, დამკვეთის ამის შესახებ შეტყობინების გარეშე.

ყველა დამატებითი დოკუმენტი, კერძოდ: დანართები, დამატებითი შეთანხმებები და სხვა დოკუმენტები წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მათი შესაბამისი ხელმოწერის პირობით.

10.2. ყველა საკითხზე, რომელიც არ არის რეგულირებული ამ ხელშეკრულებით, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

 

    სამუშაო

    სახელი და გვარი

    მობილურის ნომერი

    Yandex Go

    იანდექსი თუ ბოლტი — რომელ ტაქსის პლატფორმაზე დავრეგისტრირდე

    თავიდანვე გულწრფელად, რომ დრო არ დაკარგო: ჩვენ Yandex Go-ს პარტნიორი ტაქსოპარკი ვართ და მძღოლებს მხოლოდ იანდექსში ვარეგისტრირებთ. ბოლტში, მაქსიმში, ვოლტსა თუ გლოვოში რეგისტრაციას არ ვაწარმოებთ. ქვემოთ გულწრფელი შედარებაა, რომ თავად გადაწყვიტო.
    იანდექსი თუ ბოლტი — რომელ ტაქსის პლატფორმაზე დავრეგისტრირდე
    შემოწმებულია 2026 წლის აგვისტოში

    რომელი ტაქსის პლატფორმა მუშაობს საქართველოში

    ყოველდღე ეძებენ «უბერი ტაქსი რეგისტრაციას» და «ტაქსი მაქსიმი რეგისტრაციას» — მაგრამ ამ ორისთვის პასუხი ერთნაირი არ არის. აი, რეალური სურათი, შემოწმებული თითოეული პლატფორმის საკუთარ ქართულ საიტზე.
    Yandex Go — მუშაობს
    მძღოლის რეგისტრაცია პარტნიორი ტაქსოპარკის მეშვეობით ხდება. ჩვენ სწორედ ასეთი პარკი ვართ — ამიტომაც ეს ერთადერთი პლატფორმაა, სადაც შენს რეგისტრაციას ვაკეთებთ.
    Bolt — მუშაობს
    მძღოლს შეუძლია პირდაპირ ბოლტის საიტზე დარეგისტრირდეს ან მათი პარტნიორი პარკის გავლით. ჩვენ ბოლტის პარკი არ ვართ — ამისთვის მათ ოფიციალურ საიტს მიმართე.
    Maxim (მაქსიმი) — მუშაობს
    Maxim-ს აქვს საკუთარი ქართული საიტი taximaxim.ge, სადაც მძღოლის რეგისტრაცია ღიაა და ოცამდე ქართული ქალაქია ჩამოთვლილი (შემოწმებულია 2026 წლის აგვისტოში). ჩვენ Maxim-ის პარტნიორი არ ვართ — განაცხადი პირდაპირ მათთან შეიტანე. ჩვენ მხოლოდ Yandex Go-ში ვარეგისტრირებთ.
    Uber — საქართველოში არ მუშაობს
    Uber-ის საკუთარ ოფიციალურ ქვეყნების სიაში საქართველო არ არის (uber.com, შემოწმებულია 2026 წლის აგვისტოში). ანუ «უბერი ტაქსი რეგისტრაცია» საქართველოში დღეს უბრალოდ არ არსებობს.
    Wolt · Bolt Food · Glovo — მიტანა, არა ტაქსი
    სამივე მართლაც მუშაობს საქართველოში, მაგრამ ესენი კვების მიტანის სერვისებია და არა ტაქსის პლატფორმები. მათთვის კურიერებს არ ვარეგისტრირებთ — მხოლოდ იანდექსისთვის.
    პლატფორმები ბაზარზე შემოდიან და გადიან, ამიტომ ეს 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობაა, აღებული თითოეული კომპანიის საკუთარი ქართული საიტიდან, და არა სამუდამო ჭეშმარიტება. თუ ამას ბევრად მოგვიანებით კითხულობ — შეამოწმე პლატფორმის ოფიციალურ საიტზე, სანამ ვინმეს დაუჯერებ, ჩვენს ჩათვლით.
    მთავარი განსხვავება

    პარკის გავლით თუ პირდაპირ — რას ნიშნავს ეს შენთვის

    სწორედ ეს ცვლის შენს სამუშაო ყოველდღიურობას — და სწორედ ამას ტოვებენ ხოლმე შედარების გვერდები.
    იანდექსში — პარკის გავლით
    საქართველოში Yandex Go მძღოლთან პირდაპირ არ აწარმოებს ანგარიშსწორებას — შუალედური რგოლი პარტნიორი ტაქსოპარკია. ამიტომ კითხვა «როგორ დავრეგისტრირდე იანდექსში» პრაქტიკაში ნიშნავს «რომელი პარკი ავირჩიო».
    ბოლტში — ორივე ვარიანტი არსებობს
    ბოლტს ჰყავს როგორც პირდაპირ დარეგისტრირებული მძღოლები, ისე პარტნიორი პარკები. პირობები და მიმდინარე ციფრები მათ ოფიციალურ საიტზეა — სხვისი რიცხვების მათ ნაცვლად დასახელებას არ ვაპირებთ.
    რატომ არ ვწერთ ბოლტის კომისიას
    იმიტომ, რომ ბოლტი არ ვართ. კონკურენტის პროცენტები, გადმოწერილი შედარების გვერდებზე, როგორც წესი, ან მოძველებულია, ან უბრალოდ მოგონილი. ჩვენ ჩვენს რიცხვზე ვაგებთ პასუხს: ჯამური კომისია 17.7–19%, დეტალიზებული ყოველ შეკვეთაზე.
    სამუდამოდ არსად არ ებმები
    არც ერთ პლატფორმაზე არ ხარ პარკზე სამუდამოდ მიბმული. თუ პირობები აღარ გაწყობს — გადადი. ჩვენთან გადმოსვლა ერთი ფორმაა და უფასოა.
    ხშირი კითხვა

    შეიძლება ორივეზე ერთდროულად მუშაობა?

    დიახ. ორივე აპლიკაცია ერთ ტელეფონში ეტევა და თბილისში ბევრი მძღოლი ზუსტად ასე მუშაობს. რამდენიმე რამ ღირს წინასწარ ცოდნა.
    ორი აპლიკაცია, ერთი მანქანა
    არც ერთი პლატფორმა ექსკლუზივს არ ითხოვს. შეკვეთას იქიდან იღებ, საიდანაც იმ მომენტში უფრო მომგებიანია.
    ნებართვა ორივესთვის ერთია
    ტაქსის ნებართვა — ის, რასაც ყველა «ლიცენზიას» ეძახის — მძღოლსა და ავტომობილზეა მიბმული და არა პლატფორმაზე. ერთი ნებართვით ორივე აპლიკაციაში მუშაობ.
    ორმაგი ყურადღება — ორმაგი რისკი
    ორივე აპლიკაციაში ერთდროულად ხაზზე ყოფნა ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან უკვე მიღებულ შეკვეთაზე უარს იტყვი. იანდექსში ეს «პრიორიტეტს» გიკლებს — ამიტომ შეკვეთის იგნორირების ნაცვლად სტატუსი «დაკავებული» გამოიყენე.
    ბალანსები ცალკეა
    თითოეულ პლატფორმას თავისი ბალანსი და გამოტანის თავისი წესები აქვს. ჩვენს მხარეს: 24/7, ნებისმიერ ბარათზე, ლიმიტების გარეშე.
    კურიერები

    კურიერის პლატფორმები — ვოლტი, ბოლტ ფუდი, გლოვო

    კურიერის ვაკანსიას ხშირად ტაქსის ვაკანსიასთან ერთად ეძებენ. გულწრფელი პასუხი მოკლეა: ერთი მათგანი შეგვიძლია, დანარჩენი — არა.
    იანდექსის კურიერი — ვარეგისტრირებთ
    ავტომობილითა და სკუტერით მომუშავე კურიერები, რეგისტრაცია იმავე დღეს. ველოსიპედითა და ფეხით მოსიარულე კურიერებს არ ვარეგისტრირებთ — საჭიროა მართვის მოწმობა და ნომერი.
    დარეგისტრირდი →
    Wolt — კურიერებს არ ვარეგისტრირებთ
    ვოლტი საქართველოში მუშაობს, მაგრამ ჩვენ მისი პარტნიორი არ ვართ. განაცხადი პირდაპირ ვოლტში შეიტანე.
    Bolt Food — კურიერებს არ ვარეგისტრირებთ
    ესეც აქტიურია საქართველოში და ესეც ჩვენ არ ვართ. კურიერის რეგისტრაცია ბოლტის საკუთარ საიტზეა.
    Glovo — კურიერებს არ ვარეგისტრირებთ
    გლოვოც მუშაობს საქართველოში. პასუხი იგივეა: განაცხადი პირდაპირ მათთან.
    კიდევ ერთი რამ, რაც პირდაპირ ღირს თქმა, რადგან ამასაც ეძებენ: «ტემუს კურიერის» პროგრამა, რომელშიც ჩვენ დაგარეგისტრირებდით, საქართველოში არ არსებობს. თუ ასეთ შეთავაზებას წააწყდი — სანამ დოკუმენტებს გადასცემ, გადაამოწმე, ვინ დგას მის უკან.

    დაგრჩათ კითხვები?
    ჩვენ გიპასუხებთ.

      სამუშაო

      სახელი და გვარი

      მობილურის ნომერი

      Call me

      დარეგისტრირდი იანდექსში დღესვე
      რეგისტრაცია დისტანციურია — შეავსე ფორმა

        სახელი

        გვარი

        ტელ. ნომერი

        მართვის მოწმობის სერია და ნომერი

        გაცემის თარიღი

        მოქმედების ვადა

        ავტომობილის მარკა

        ავტომობილის მოდელი

        ავტომობილის ფერი

        ავტომობილის გამოშვების წელი

        ავტომობილის სახელმწიფო ნომერი

        ქალაქი

        წავიკითხე და ვეთანხმები საჯარო ხელშეკრულება

        ხშირად დასმული კითხვები

        როგორ დავრეგისტრირდე უბერში საქართველოში?
        პრაქტიკულად ვერანაირად: Uber-ის საკუთარ ოფიციალურ ქვეყნების სიაში საქართველო არ არის (შემოწმებულია 2026 წლის აგვისტოში). საქართველოში მძღოლისთვის რეალური არჩევანი დღეს Yandex Go, Bolt და Maxim-ია.
        შესაძლებელია თუ არა ტაქსი მაქსიმში რეგისტრაცია საქართველოში?
        დიახ. Maxim საქართველოში მუშაობს და მძღოლის განაცხადებს საკუთარ ქართულ საიტზე taximaxim.ge იღებს — იქ ოცამდე ქართული ქალაქია ჩამოთვლილი (შემოწმებულია 2026 წლის აგვისტოში). ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ: Yandex Go-ს პარტნიორი ტაქსოპარკი ვართ და მძღოლებს მხოლოდ იანდექსში ვარეგისტრირებთ.
        როგორ დავრეგისტრირდე ბოლტში?
        ბოლტის საკუთარ ოფიციალურ საიტზე, მძღოლების განყოფილებაში — ან მათი პარტნიორი პარკის გავლით. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ: Yandex Go-ს პარტნიორები ვართ და არა ბოლტის პარკი.
        იანდექსი თუ ბოლტი — რომელია უკეთესი?
        ერთი გულწრფელი პასუხი არ არსებობს: შეკვეთების მოცულობა იცვლება ქალაქის, საათისა და სეზონის მიხედვით, და პლატფორმა, რომელიც ამ თვეში უკეთ იხდის, შემდეგში შეიძლება აღარ იხდიდეს. სწორედ ამიტომ ბევრი მძღოლი ორივეზე მუშაობს და თავად აფასებს. ჩვენ ჩვენს მხარეზე ვაგებთ პასუხს — ჯამური კომისია 17.7–19%, თანხის გამოტანა 24/7 და საკუთარი აპლიკაცია.
        შემიძლია იანდექსსა და ბოლტზე ერთდროულად მუშაობა?
        დიახ. არც ერთი პლატფორმა ექსკლუზივს არ ითხოვს და ორივე აპლიკაცია ერთ ტელეფონში ეტევა. უბრალოდ გახსოვდეს: უკვე მიღებულ შეკვეთაზე უარის თქმა იანდექსში «პრიორიტეტს» გიკლებს — ამის ნაცვლად სტატუსი «დაკავებული» გამოიყენე.
        თითოეული პლატფორმისთვის ცალკე ლიცენზია მჭირდება?
        არა. ტაქსის ნებართვა მძღოლსა და ავტომობილზე გაიცემა და არა პლატფორმაზე, ამიტომ ერთი ნებართვა ორივეს ფარავს. რა ღირს და რამდენ ხანს მოქმედებს — იხილე ტაქსის ლიცენზიის გვერდი.
        დამარეგისტრირებთ ვოლტში ან ბოლტ ფუდში კურიერად?
        არა. კურიერებს მხოლოდ იანდექსში ვარეგისტრირებთ — იხილე კურიერის გვერდი. Wolt, Bolt Food და Glovo განაცხადებს საკუთარ საიტებზე იღებენ.
        რამდენს გამოვიმუშავებ იანდექსში?
        რეალური ციფრები ჩვენივე პარკის მონაცემებიდან და არა რეკლამიდან — მძღოლის შემოსავალი.